Google+

რელიზები

19.04.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქი-ასპინძის ევროპული სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გზის 22 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გახსნა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დასრულება სექტემბერში იგეგმება, მიმდინარე წლის შემოდგომიდან კი ახალქალაქი-თბილისის ახალი გზის მშენებლობა დაიწყება, რისთვისაც სამასი მილიონი ლარია გათვალისწინებული. სულ, რეგიონში გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის 400 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ცერემონიაზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა: „ჯავახეთის გეოგრაფიული იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ეს ნიშნავს, რომ გლეხი აქედან თავის პროდუქციას თავისუფლად გაიტანს, განვითარდება მეტი ბიზნესი, იქნება ბევრად მეტი ფული, ბევრად მეტი მოძრაობა და განვითარება. გზები და განვითარება ეს არის ის მთავარი, რაც ჯავახეთს ჭირდება. წელს, პირველი წელია, როცა ამ რაიონს ელექტროენერგიის პრობლემა არ ჰქონია. ვიწყებთ სკოლების მშენებლობას, ახალქალაქში სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყო, ხოლო ნინოწმინდაში სპორტული დარბაზი, როგორც მე მათ დავპირდი, შემოდგომაზე დასრულდება. სამცხე-ჯავახეთში ახალი პოლიკლინიკები და ამბულატორიები აშენდება, ძველი კი-კაპიტალურად შეკეთდება. მნიშვნელოვნად განვითარდება ინფრასტრუქტურა, რათა ადგილზე ნორმალური ცხოვრებისათვის საჭირო ყველა პირობა შეიქმნას"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

მშენებლობის გახსნის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სოფელ განძას ესტუმარა. ახალგახსნილ სკოლაში, რომლის აღდგენაც პირველ ლედის

უკავშირდება, სპორტული ინვენტარი და სასკოლო ნივთები ჩაიტანა. „რამდენიმე თვის უკან, სანდრა აქედან ოცდაათი კილომეტრის მანძილზე იყო ერთ სოფელში, სადაც ქალბატონმა ლაურამ განძიდან ფეხით ჩააკითხა, რათა მისთვის ეთქვა, რომ ამ სოფელში სკოლა დანგრეულია. რამდენიმე თვის შემდეგ აქ აშენდა სკოლა, სადაც ყველა ბავშვს აქვს ფორმა, დავდგით კომპიუტერები და ჩამოვიტანეთ ინვენტარი, სექტემბერში მთლიანდ შევცვლით მერხებს.

დღესვე საქართველოს პრეზიდეტმა საქართველოში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას გრიგორიანული წესით დამდგარი აღდგომა მიულოცა და ავეტი გრიგორიანის ოჯახში სააღდგომო კვერცხი გატეხა. „ბედნიერებას ვუსურვებ მთლიანად ჯავახეთის მოსახლეობას, ეს ერთ-ერთი შრომისმოყვარე და პატრიოტული ქართული მოსახლეობა. მსურს მათ სახლებში ბედნიერება იყოს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)