Google+

რელიზები

17.05.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოში ახალი ევროსტანდარტების პოლიკნინიკა გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოს რაიონში ახალი ამბოლატორიულ-პოლიკნინიკური გაერთიანება გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი შენობა დაათვალიერა, საგარეჯოს მედ-პერსონალს გაესაუბრა და მათ უნივერსიტეტის ახალი რექტორი გია მენაბდე, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი დირექტორი ნიკა ყიფშიძე წარუდგინა.

„პრეზიდენტობა ადვილი პროფესია არ არის, მაგრამ ამ მომენტებისათვის ღირს ცხოვრება. როცა დანაპირებს შეასრულებ, ეს დიდი სიამოვნებაა. ეს დიდი პრივილეგიაა, რომელიც მე პირადად გამაჩნია" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი სოფელ მანავში ყორღანაშვილების ოჯახს ეწვია და საგარეჯოს მოსახლეობას ტრაქტორების რაოდენობის გაორმაგებას დაპირდა: „რუსეთის ემბარგოს გამო ალბათ ქარხნებს გაუჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათ დავეხმარებით. ჩემი ამოცანაა მომავალი წლის ბოლოსათვის ტრაქტორების რაოდენობა გაორმაგდეს და სახელმწიფომ სარწყავი არხები ააღორძინოს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ყორღანაშვილების ოჯახის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოში მშენებარე საცურაო აუზი, კორტები და სპორტული კომპლექსი დაათვალიერა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)