Google+

რელიზები

14.06.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა

13 ივნისს სანქტ-პეტერბურგში კონსტანტინეს სასახლეში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ბოლო დროს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებული პრობლემების თაობაზე ისაუბრეს და ე.წ. „გაყინული კონფლიქტების" მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ბრიფინგი გამართეს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: „ჩვენ შორის ღირებული დისკუსია გაიმართა, თუმცა გვაშფოთებს ურთიერთბრალდებები და კრიტიკა, რომელიც იმის შედეგია, რომ ჩვენ არა გვაქვს სწორი ურთიერთობების სწორი ხარისხი."

მიხეილ სააკაშვილი უფრო კრიტიკული იყო. „სამწუხაროდ, ჩვენს ურთიერთობებში უფრო მეტი კითხვა გვაქვს ვიდრე პასუხი... ჩვენ შორის არსებცლი პრობლემების უმეტესობა, ჯერაც მოუგვარებელია."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან სეპარატისტულ რეგიონებზე საუბრისას ხასგასმით აღნიშნა: 'რეალობა ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსია მიმდინარეობს... ჩვენი ტერიტორიების მითვისებას არასდროს არავის დავთანხმდებით."

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრიფინგზე პასუხი გასცა შეკითხვას, რომელიც ქართულ-რუსულ ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხებოდა. მან ქართული ღვინის იმპორტზე დაწესებულ ემბარგოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

პუტინის განცხადებით, ფალსიფიკაციის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ, რუსეთში ღვინის შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს არანაირი პრობლემა აღარ ექნება. „მოაგვარეთ ეს საკითხი და ქართულ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პრობლემა არ ექნება" - აღნიშნა მან.

დასასრულს, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის პრობლემა 90-ანი წლებიდან კი არა, ბევრად უფრო ადრე დაიწყო და მის მოსაგვარებლად მოთმინება, ნებისყოფა და კეთილი ნებაა საჭირო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)