რელიზები
18.07.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სკვერი სტუდენტებთან ერთად გაალამაზა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სკვერში მივიდა და მან, იქ მომუშავე სტუდენტებთან ერთად, სკვერის გალამაზებაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას ახალი დავალება მისცა - სტუდენტთა დასაქმების პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდეს.
"დღეს ვაპირებ, საქართველოს მთავრობას დავავალო, რომ სტუდენტური მუშაობის ანალოგიური პროგრამა საქართველოს ძირითად სტუდენტურ ცენტრებში, მაგალითად, ქუთაისში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და გორში აამოქმედონ", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური