Google+

რელიზები

10.08.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოსიაურის ბატალიონში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირაა ოსიაურის ბატალიონში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი შვებულებას რეზერვისტების რეჟიმში ატარებს.

მთავარსარდალი რეზერვისტების მომზადებით აღფრთოვანებულია. მისი თქმით, ყველა ადამიანი ვალდებულია სარეზერვო სამსახური თუნდაც ორი კვირით მაინც გაირაოს. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა ასი ათასამდე ჯარისკაცის გამოყვანას შეძლებს. „ იმ პირობებში, როცა საქართველოს კბილებს ძალიან სერიოზულად უხჭიალებენ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მინიმუმ ასი ათასი ადამიანის გამოყვანა უნდა შეგვეძლოს. ჩვენ ძალიან პატარა შეიარაღებული ძალები გვყავს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში საქართველომ ტოტალური თავდაცვის მექანიზმები უნდა აამოქმედოს. აფხაზეთის ომის დროს ამის ნახევარი რომ გვცოდნოდა, უცხოეთიდან შემოსული მტერი ვერ დაგვჩაგრავდა.- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს რეზერვისტებისათვის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა შოუ-ბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელმა მიიღო.

კონცერტის დასრულებისთანავე მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაკეთა: „თავდაცვის მინისტრს მივეცი დავალება, რომ ოსიაურში პირველი სექტემბრიდან კარვების ნაცვლად სტაციონალური ბანაკები დაიდგას. საქართველომ საჭიროების შემთხვევაში 48 საათში თავის დროშების ქვეშ ასი ათასი ჯარისკაცის მობილიზება უნდა შეძლოს. იმისათვის არა, რომ ომი დავიწყოთ, არამედ იმისთვის, რომ არავინ არ დაიწყოს ომი". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)