რელიზები
23.08.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის სახელმწიფო ცირკი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარაში ჩავიდა და ბათუმის განახლებული სახელმწიფო ცირკი საზეიმო ვითარებაში გახსნა. პრეზიდენტმა ცირკში შეკრებილ ბავშვებს სიტყვით მიმართა და განახლებული ცირკის გახსნა მიულოცა.
დღესვე ბათუმში პრეზიდენტმა იტალიური ატრაქციონებით მოწყობილი მოსწავლე- ახალგაზრდობის პარკი გახსნა, სადაც რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დასრულდა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც დელფინარიუმის მოწყობასა და ფრანგული შადრევნის დამონტაჟებას ითვალისწინებს.
პრეზიდენტმა ბათუმის უნივერსიტეტის ეზოში ახლად დამონტაჟებული "ეშმაკის ბორბალი" და ახალი შადრევანიც გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური