რელიზები
03.10.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთში ჩატარებული მიმდინარე სამუშაოებისათვის ჩვიდმეტი მოქალაქე დააჯილდოვა
დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზემო აფხაზეთში ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოებისათვის ჩვიდმეტი მოქალაქე დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აფხაზებს კოდორის ხეობაზე ექსკლუზიური უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება აღმშენებლობას ბზიფის მიმართულებითაც დაიწყებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხეობა 1 ივლისამდე გაძლიერდება, გაჩნდება ახალი დასახლებები, ჩრდილოეთიდან მომავალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოება გაძლიერდება. „ჩხალთის ხეობიდან გადავალთ ბზიფის მიმართულებით, რათა მთელი ზომო აფხაზეთი ავითვისოთ და საზღვარი გავაკონტროლოთ. ეს ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი აგრესიის გამოსარიცხად ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აღარავის არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია იმისა, რომ კოსოვოს სცენარით აფხაზეთს გამოჰყოფს. აფხაზეთი აღარ არის ექსკლუზიურად სეპარატისტების ხელში, ჩვენი დროშა ამ ტერიტორიაზე უკვე დაფიქსირდა, რაც თქვენი დამსახურებაა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური