Google+

რელიზები

01.01.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ლიახვის ხეობაში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ლიახვის ხეობაში შემოვლითი გზებით ჩავიდა. საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას სოფელ თამარაშენში შეხვდა და მათ ახალი, 2007 წლის დადგომა მიულოცა.

'საქართველოში შემოვლითი გზები დროებითია და მალე ის აღარ იარსებებს,' - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას 2007 წლისთვის რეგიონის განვითარების გეგმა გააცნო, რომელიც ადგილობრივი სოფლების გაზიფიკაციას და წყალმომარაგების გამართვას ითვალისწინებს. საქართველოს პრეზიდენტმა იმავე პროგრამის განხორციელება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც შესთავაზა.

საქართველოს პრეზიდენტი სამშვიდობო ძალების 28-ე ბატალიონსაც ესტუმრა და ჯარისკაცებს ახალი წელი მიულოცა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)