Google+

რელიზები

12.02.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის განცხადების თაობაზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვიზიტისას კომენტარი ნატო-ს გენერალური მდივნის იააპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადების თაობაზე კომენტარი გააკეთა. კერძოდ მან აღნიშნა, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს ოცნება იყო, რომელსაც ასრულების პერსპექტივა გაუჩნდა და მიზნის საბოლოო მიღწევამდე უმნიშვნელოვანესი ორი წელია დარჩენილი.

"როდესაც გვეკითხებოდნენ თუ როდის გახდებოდა საქართველო ნატო-ს წევრი, პასუხს ყოველთვის თავს ვარიდებდით, რადგან ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თარიღი პირველად დაასახელა. აქამდე ამას ნატო-შიც ერიდებოდნენ. მიმაჩნია, რომ ეს კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შეუქცევადობაზე. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში მონაწილეობას ნიშნავს. ეს არის ის, რაზეც საქართველო საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდა და რაც აქამდე არ ეღირსა. ამიტომ, სრულიად ნათელია საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ. სრულიად გასაგებია ისიც, რომ შესაძლოა ეს ზოგიერთ პოლიტიკოსს არც სიამოვნებს, მაგრამ ჩვენ ასევე გახსნილი ვართ ყველა მეზობლის მისამართით. საქართველოს გაძლიერებასთან და სტაბილიზაციასთან ერთად, ჩვენს მზობელ რუსეთს არა მარტო არ შეექმნება პრობლემები, არამედ პირიქით, გვსურს, რომ ყველა არსებული პრობლემა ერთად გადავწყვიტოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)