Google+

რელიზები

18.02.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დუბაიში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქ. დუბაიში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. წელიწადნახევრიანი მოლაპარაკება საქართველოს პრეზიდენტის დუბაიში ვიზიტისას წარმატებით დასრულდა - ქართულ ბაზარზე არაბული გიგანტი"დუბაი ვოლდი" შემოვა. ათი უმსხვილესი სამშენებლო, საზღვაო, ფინანსური კომპანია საქართველოში თითქმის მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს.

მიხეილ სააკაშვილი დუბაის „ეკონომიკური სასწაულის" თანაავტორს, დუბაის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მოჰამმედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხები საქართველოს მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ბიზნესის განვითარებისათვის მიმზიდველ ქვეყნად განიხილავენ. „დუბაი არის ქვეყანა, რომელმაც ენერგეტიკული დუმოუკიდებლობა სულ მალე მოიპოვა და ამ სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დივერსიფიცირებულ სახელმწიფოდ იქცა. თქვენი გამოცდილება იმედს გვაძლევს, რომ საქართველოც მალე შეძლებს იგივე წარმატებას მიაღწიოს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

კომპანიებმა „ ჯათზა და „ დუბაი პორტი", რომლებიც სახელმწიფო კაპიტალითაა დაფუძნებული, საქართველოს პრეზიდენტს ხანგრძლივი პრეზენტაცია გაუმართეს. მასპინძელმა მიხეილ სააკაშვილს თავისუფალი ეკონომიკური ზონის პირველი ატრიბუტები - აეროპორტი და ნავსადგური საკუთარი თვითმფრინავით დაათვალიერებინა. მოგვიანებით კი, მიხეილ სააკაშვილი ამავე ვერტმფრენით რას-ალ ხაიმის საამიროში გაემგზავრა. საამიროს შეიხმა საქართველოს პრეზიდენტი ოჯახში მიიპატიჟა და ბაჯაღლოს ხმალი უსახსოვრა. „დარწმუნებული ვარ, არაბული კაპიტალი საქართველოს განვითარების გეგმაში დიდ როლს შეასრულებს და ტურისტებისათვის მიმზიდველ ატმოსფეროს შექმნის" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)