Google+

რელიზები

26.02.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ხავიერ სოლანას შეხვდა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ორივე მხარემ აღნიშნა, რომ საუბარი საკმაოდ საინტერესო იყო და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. კერძოდ, როგორც მათ განაცხადეს, საუბარი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების საკითხებს შეეხო. ხავიერ სოლანამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა ჩაერთოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

"მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შევხვდი. ეს არ არის ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა. საქართველოში მიმდინარე რეფორმებით კმაყოფილი ვარ. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ - მთელი რეგიონისთვის. ამ რეგიონებთან სიახლოვე კი ევროკავშირის ინტერესს წარმოადგენს. საქართველო ევროკავშირის საზღვრებს უახლოვდება. ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მას კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში ეხმარება", - აღნიშნა ხავიერ სოლანამ.

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმაც ილაპარაკა და განაცხადა: "საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და კონფლიქტების მოგვარებაში გვეხმარება. ამას გარდა, ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავედით. ამას მოწმობს ისიც, რომ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი".

27 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)