Google+

რელიზები

27.02.2007
მიხეილ სააკაშვილი მარშალის ფონდის ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო

26 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მიმდინარე რეფორმებზე, ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებსა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ჩვენი მიზანი ევროპაში დამკვიდრებაა და ამას ვერავინ შეცვლის. საბედნიეროდ, საქართველოს ღმერთმა საუკეთესო გეოპოლიტიკური მდებარეობა მისცა - ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა საქართველოზე გადის. დადებითად ვითარდება სამეზობლო პოლიტიკა. რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. აზერბაიჯანმა ამ ზამთარს მეგობრობის უპრეცენდენტო მაგალითი გვიჩვენა. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგება მეტწილად აზერბაიჯანზე იყო დამოკიდებული. ამ მხრივ, ურთიერთობა რუსეთთანაც შევინარჩუნეთ, საიდანაც ბუნებრივ გაზს, მართალია პოლიტიკურ ფასად, მაგრამ მაინც ვყიდულობთ. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ჯანსაღი ურთიერთობა ძლიერ და განვითრებულ რუსეთთან გვსურს. ეს რეგიონისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შეცდომებს, რომლებიც აფხაზეთისა და შემდეგ ჩეჩნეთის შემთხვევაში მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს. ყოველივე ამის მიუხედავად, არის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ სურს. თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ვიმსახურებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ქვეყნის მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი ემხრობა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს შტაბბინაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს პირისპირ შეხვდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)