Google+

რელიზები

28.02.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს საქართველო წარმატებით ახორციელებს. იგი იმედოვნებს, რომ თბილისი ნატო-ს სტანდარტების დაკმაყოფილებას შეძლებს.

"ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიან მოგვარებას ვუჭერთ მხარს. საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონკრეტულ ვადაზე ლაპარაკი მიჭირს და ამ საკითხზე საუბრისგან ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებდი.

"ნატო საქართველოსთან უკვე გადავიდა ინტენსიური დიალოგის პროგრამაზე. ამას გარდა, თბილისიდან ახლახან შემფასებელი ჯგუფი კმაყოფილი დაბრუნდა. იყო შენიშვნებიც, რომელთა შესახებაც მიხეილ სააკაშვილთან ვისაუბრეთ. ნატოსთვის მნიშვნელოვანია ის, რომ სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოსა და ავღანეთში საქართველო აქტიურად მონაწილეობს. ასევე, მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოების საკითხიც. საქართველოს მეზობლები, მათ შორის რუსეთი, ნატოსთვის სერიოზული პარტნიორია. საქართველო ნატო-სკენ მიმავალ რთულ და ხვეულ გზაზე დგას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი მიზანს წარმატებით მიაღწევს", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. იააპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, ყველაფერი ქართველებზეა დამოკიდებული, საქართველომ რეფორმები უნდა გააგრძელოს და სრულად განახორციელოს, როგორც IPAP-ის, ისე ID-ის პროგრამა.

"ძალიან გვიხარია, რომ ნატო ასეთ დამოკიდებულებას ამჟღავნებს საქართველოს მიმართ, თუმცა ამაზე გაჩერება არ გვსურს. ჩვენ ალიანსთან ურთიერთობის განვითარება და დასახული მიზნების მიღწევა გვინდა. ნატო-სთან ახლო ურთიერთობა კი ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ განვითარებას. საქართველო, როგორც გლობალური უსაფრთხოებისთვის მებრძოლი ქვეყანა, რეგიონში მისაბაძი სახელმწიფოა. ჩვენ არჩეულ გზას არ გადავუხვევთ და თვითმყოფადობასაც შევინარჩუნებთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)