Google+

რელიზები

31.03.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მცხეთაში ჩავიდა და სვეტიცხოვლის ტაძარში პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სამოქალაქო პანაშვიდზე მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად ეროვნული მოძრაობის გადამწყვეტი ეტაპის სათავეებთან იდგა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯი სწორედ ზვიად გამსახურდიამ გადადგა და ქართველი ხალხი მას სათანადო პატივს მიაგებს.

"საქართველო იმ დროს ძალზე გამოუცდელი სახელმწიფო იყო. ჩვენ პოლიტიკური დამოუკიდებლობის არანაირი გამოცდილება არ გვქონდა და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმ დიდი განსაცდელისა და ქარტეხილებისა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მთელი ამ წლების განმავლობაში გამოიარა. დადგა დაფიქრებისა და განსჯის მომენტი. უნდა დავფიქრდეთ იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის მთავარი ჩვენი ერთიანობა და იდენტურობაა, რომ ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია. საქართველო პატივს მიაგებს მათ, ვინც მისი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)