Google+

რელიზები

31.03.2007
ახალი 200 ლარიანი კუპიურის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო

ორ კვირაში მიმოქცევაში ახალი 200 ლარიანი კუპიურა შევა. მისი პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა.

ბანკნოტის ერთ მხარეს გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი, მეორე მხარეს კი - სოხუმის ხედი. კუპიურას ფონად ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები აქვს.

ეს ფაქტი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ შეაფასა.

„ამ ბანკნონტზე ეს გამოსახულება ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვის და მნიშვნელობისაა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი არის სიმბოლო ქართველი ერის ბრძოლის დამოუკიდებლობისათვის და ბოლშევიკების წინააღმდეგ. მსურს ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ეს იყო მრავალეროვანი ჯგუფები, აქ ერთმანეთის გვერდით იბროდნენ, როგორც ეთნიკური ქართველები, ასევე ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად იყო ეთკნიური ოსების დიდი რაზმი, იყვნენ ასევე აზერბაიჯანელებიც და სომხებიც. ისინი ერთად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)