რელიზები
03.04.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჭუბერი-საკენის მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები დაათვალიერა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზემო აფხაზეთთან დამაკავშირებელი გზის ჭუბერი-საკენის მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები პირადად დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ზემო აფხაზეთთან დამაკავშირებელ გზაზე მთელი წლის განმავლობაში იყოს შესაძლებელი მოძრაობა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზაფხულში ზემო აფხაზეთში პატრიოტთა ბანაკის გახსნა იგეგმება და მისი თქმით, გზის აღდგენის სამუშაოები მანამდე უნდა დასრულდეს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმისათვის, რომ აღნიშნული გზა საფუძვლიანად შეკეთდეს, დამატებით ერთი მილიონი ლარი გამოიყოფა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური