რელიზები
18.04.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ხოსე ლელოს შეხვდა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტი ხოსე ლელო ჩამოვიდა, რომელიც 19-21 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სემინარში.
დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ხოსე ლელოს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო; საუბარი კონფლიქტების მოგვარებასა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივას შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური