Google+

რელიზები

22.04.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუდაურს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ვასილ მაღლაფერიძესთან და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის განვითარების მინისტრ გიორგი გაბაშვილთან ერთად დაბა გუდაურის ტურისტული განვითარების გეგმა დასახა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, გუდაურში კიდევ ორი ახალი საბაგირო გზა გაიხსნება და რამდენიმე თოვლის საწმენდი მანქანაც დაემატება. ასევე განახლდება კურორტის ინფრასტრუქტურა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ სამუშაოების შესრულების შემდეგ, კურორტის ტურისტული გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებელთა რაოდენობის გაზრდას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)