რელიზები
14.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნორჩი გამომგონებლები დააჯილდოვა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნორჩი გამომგონებლები დააჯილდოვა. ქართველი, უკრაინელი, ყაზახი, აზერბაიჯანელი და ინდონეზიელი მოზარდები ნოჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა კონკურსში მონაწილეობდნენ. კონკურსის დასკვნითი ნაწილი სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი" გაიმართა.
მიხეილ სააკაშვლმა აღნიშნა, რომ საქართველოში ნეიტრალურად განწყობილი ბევრი უცხოელი ჩამოდიოდა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ქართული კულტურითა და სამზარეულოთი აღფრთოვანებულები ტოვებდნენ. მისი თქმით, დღეს კი, საქართველოში ისეთი ადამიანები ჩამოდიან, რომლებიც ყველაზე მეტად განათლებასა და ინტელექტს აფასებენ.
„მივესალმები ამ კეთილი ხალხისა და ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების მომრავლებას. ასევე მივესალმები იმ ფაქტს, რომ ასეთი ბავშვების დიდი ნაწილი რეგიონებიდანაა. ყველაზე მეტი ფული და რესურსი განათლებაზე უნდა დაიხარჯოს, რადგან ქვეყნას არაფერი ისეთ შედეგს და ეფექტს არ აძლევს, როგოც განათლებული საზოგადოება. არაფერია ისე მნიშვნელოვანი, როგორც განათლებისა და ნიჭიერებისთვის ხელშეწყობა"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური