Google+

რელიზები

27.05.2007
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საქველმოქმედო სადილი გაიმართა

დღეს სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი" საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ტრადიციული საქველმოქმედო სადილი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა.

მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა უმასპინძლეს.

საქველმოქმედო სადილი, ამჯერად, ილია ჭავჭავაძის დაბადების 170-ე წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა.

ამ ღონისძიებიდან შემოსული თანხა ყვარელში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონანტების რესტავრაციას მოხმარდება.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თითოეულმა ქველმოქმედმა ორგანიზაციამ ამ სასიკეთო საქმისათვის გაღებული შემოწირულობით, უდიდესი წვლილი შეიტანა საკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი საქმიანობით, ისინი მომავალ თაობებს მნიშვნელოვან, ისტორიულ ღირებულებას უნარჩუნებენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)