Google+

რელიზები

10.06.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დსთ-ს სამიტის შემდეგ განცხადება გააკეთა

სანკტ-პეტერბურგში კონსტანტინეს სასახლეში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი გაიხსანა, სადაც თანამეგობრობის 12- ვე ქვეყნის პირველი პირი შეიკრიბა.დსთ-ს ლიდერებმა სამახსოვრო ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რის შემდეგაც არაოფიციალური ლანჩი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა კონსტანტინეს სასახლეში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, იგი საქართველოს საზღვების ხელშეუხებლობის გარანტიებში დარწმუნებულია.

"მთავარი, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ რუსეთი ადასდურებს იმას, რომ იგი არ აპირებს საზღვების გადახედვას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობიას ეჭვქვეშ არ აყენებს. ეს იყო მნიშვნელოვანი იმ ფონზე, რადგან ბოლო ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა ოფიციალური პირების მხრიდან საკმაოდ ორაზროვანი განცხადებები კეთდებოდა. სანამ მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად პირში სული მიდგას, საქარველოს ტერიტორიაზე უკანონობას ვერავინ ვერ დააკანონებს. ჩვენ განვითარება უნდა გავაძლიეროთ და შევინარჩუნოთ ერთიანობა. არ არსებობს საკითხი, რომელსაც საქართველო ვერ გადაწყვეტს, მათ შორის ორმხრივ ურთიერთობებში. დიალოგი უნდა გაგრძელდეს, ეს არის ჩვენი პოზიცია რუსეთთან და ყველა სხვა ქვეყანასთან"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციას დატოვებს და საფრანგეთში გაემგზავრება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)