Google+

რელიზები

07.08.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგონში რუსების მიერ დაბომბილი ტერიტორია მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გორის რაიონის სოფელ წითელუბანში დაბომბვის ადგილზე ჩავიდა. საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან დეტალურად მოისმინა თუ რა მოხდა გუშინ წითელუბანში. იგი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილმა შექმნილი მდგომარეობა დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს ადგილზე გააცნო. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალიან სწორ და ადეკვატურ რეაქციას ელოდება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინდელი ფაქტი მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დაშინებას, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგო გამოდგა და ხალხმა ამ გამოცდასაც გაუძლო.

„მთელი ეს ამბავი, ისე, როგორც ზემო აფხაზეთის დაბომბვაც არის გათვლილი იმაზე, რომ საქართველოში დაირღვეს სიმშვიდე. ამ ყველაფერმა გამოიწვიოს გათიშულობა, პანიკა და შეცვალოს პოლიტიკური კურსი. ჩვენი პასუხი ამ პროვოკაციაზე იქნება საოცარი სიმშვიდე. ჩვენ მათ ვუპასუხებთ ერთიანობით, შემდგომი აღმშენებლობით, განვითარებით და გაძლიერებით. იმის ილუზია არავის არ უნდა დარჩეს, რომ მრავალეთნიკური საქართველოს მოსახლეობის დაშინება შეუძლია მსგავს აქტებს. ვფიქრობ, ეს არის სუსტი მხარიდან გამოყენებული აქტი. საქართველო დღეს არის ძლიერი და მსგავს ფაქტებს შეუძლია შეხვდეს ბევრად უფრო მტკიცედ და დიდი ნებისყოფით. ჩვენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის გადავიტანთ ამაზე უფრო უარესსაც. დღეს მთავარი - ჩვენი სიმტკიცე და ერთიანობაა. ვერავინ ვერ დაგვაშინებს და ვერ გადაგვახვევინებს მშვიდობისა და განვითარების კურსიდან. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერთიანობის დარღვევას. ამით ისინი ჩვენს კავშირს და ერთიანობას კიდევ უფრო გააძლიერებენ- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)