Google+

რელიზები

29.08.2007
საქართველოს მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით მთავრობაში განსახორციელებელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კერძოდ მან განაცხადა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ვლადიმერ ჭიპაშვილი ხდება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში. ამჟამინდელი ელჩი კახა სიხარულიძე კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრუნდება. ვლადიმერ ჭიპაშვილის ნაცვლად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავით ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც იცით, აქამდე იგი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტს კი მისი პირველი მოადგილე დავით ჩანტლაძე დაიკავებს.

დიმიტრი ქიტოშვილის თქმით, ეს საკადრო ცვლილება გამოიწვევს საქართველოს მთავრობის შემადგენლობის განახლებას ერთი მესამედით. ამ შემთხვევაში, ქვეყნის კონსტიტუციის 811 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი დაავალებს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტს განსახილველად მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინოს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)