Google+

რელიზები

31.08.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარაში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბათუმს ეწვია, სადაც ქალაქის ცენტრში, ევროპის მოედანზე ახლად დასრულებული ვენეციური კედელი გახსნა, რომელზეც ვენეციური მოზაიკით საქართველოს და ევროკავშირის დროშებია გამოსახული.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისი დადგმა პრეზიდენტის ახალ რეზიდენციასთან იგეგმებოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო, იგი ხალხისთვის თვალსაჩინო ადგილზე გადაეტანა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში 6 მაისის სახელობის პარკში განახლებული ზოოპარკი, სასტუმრო „მარინაში" კი, დახურული საცურაო-სპორტული კომპლექსი გახსნა. „ბათუმი სრულფასოვანი ქალაქი ხდება. ბათუმლებს ვპირდებით, რომ მომავალ წელს აქ გაიხსნება საუკეთესო დელფინარიუმი. ამ ქალაქში დაბრუნდება ბათუმის სიმბოლო -დელფინები. მომავალ წელს ჩვენ ასევე ავაშენებთ ახალ თანამედროვე სტადიონს"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი აჭარის მთავრობის სხდომას დაესწრო და თავისი უკმაყოფილება გამოთქვა წლევანდელი საკურორტო სეზონით. სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ფასებზე და აღნიშნა, რომ წელს აჭარაში დასვენება საკმაოდ ძვირი ღირდა, რის გამოც ბევრმა ქართველმა საზღვარგარეთ არჩია დასვენება. მისი თქმით, აჭარაში უნდა გაიზარდოს დამსვენებელთა რიცხვი და 2009 წლისთვის საშუალოდ 800 000 უნდა მიაღწიოს.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ძველ ბათუმზე გაამახვილა. მისი თქმით, მსგავსი ისტორიული შენობები მეზობელ ქვეყნებში თითქმის არ მოიძებნება, რის გამოც ძველი ბათუმი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა მოექცეს და იქ მიმდინარე მშენებლობები სპეციალურმა კომისიამ უნდა გააკონტროლოს."ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც შედარებით გაუჩნდა საშუალება, თქვენ ვერ მიეცით ადეკვატური სერვისი, რის გამოც ბევრი წავიდა საზღვარგარეთ. მომავალი წლი სათვის ეს იქნება პრიორიტეტი. უნდა გაჩნდეს ბევრი ისეთივე კლასის სასტუმრო, როგორიც აქვს მეზობელ ქვეყნებს. არცერთი უგემოვნო შენობა აღარ უნდა გაკეთდეს. რასაკვირველია იაფი ბინები საჭიროა, ამისათვის უნდა გამოვყოთ ფართი, თუმცა წინა ზოლზე უნდა იყოს მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტურა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)