რელიზები
24.09.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი 24 სექტემბერს ნიუ-იორკში გაემგზავრება, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 62-ე სესიის გენერალურ დებატებს დაესწრება.
25 სექტემბერს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპის კავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროპის კავშირის საბჭოს გენერალურ მდივანთან დოქტორ ხავიერ სოლანასთან, ლиტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბატონ ვალდას ადამკუსთან და თურთმენეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბატონ გურბანგული ბერდიმუხამედოვთან.
26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ბატონ ბან კი-მუნს შეხვდება.
ამავე დღეს საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტები კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში, სადაც მისი სიტყვით გამოსვლა იგეგმება. პრეზიდენტი საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირებაზე ისაუბრებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე გაამახვილებს.
მიხეილ სააკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური