Google+

რელიზები

26.09.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად მიხეილ სააკაშვილი წითელუბნის ინციდენტის თემასაც შეეხო. გაეროს გენერალურ მდივანთან საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციასთან გართულებული ურთიერთობასა და სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. ბან კი მუნმა საქართველოს პრეზიდენტს აღუთქვა, რომ ამ თემებს იგი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას შეეხება. თუმცა, როგორც მან განაცხადა, უპირველესად, საქართველომ და რუსეთმა მოლაპარაკების გზით უნდა მოაგვარონ მათ შორის არსებული პრობლემები.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი კოლუმბიის უნივერსიტეტში დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა. უნივერსიტეტს, რომელშიც პრეზიდენტმა თავად მიიღო განათლება, პრეზიდენტის რანგში პირველად სამი წლის წინათ ეწვია და სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე საუბრობდა, დღეს კი იგი შედეგებითა და მიღწევებით იწონებდა თავს.

"კოლუმბიის უნივერსიტეტში პრეზიდენტის რანგში პირველად სიტყვით რამდენიმე წლის წინათ გამოვედი. მაშინ ახლადარჩეული პრეზიდენტი ვიყავი და ჩემი საუბრის თემას ის გეგმები წარმოადგენდა, რომელთა განხორციელებასაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ვისახავდით მიზნად. ახლა კი დადგა დრო იმ შედეგებზე ვისაუბროთ რაც ამ გეგმების განხორციელებას მოჰყვა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი დღეისათვის 12 პროცენტს აღემატება, რითაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნების დონეს უახლოვდება. ყოველივე ამას კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლითა და წარმატებული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებით მივაღწიეთ. ამის მაგალითად შემიძლია მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული რეიტინგი მოვიყვანო, რომელიც მსოფლიოში ბიზნეს კლიმატის მთავარი შემფასებელია. ამ რეიტინგის მიხედვით ოთხი წლის წინათ 137-ე ადგილზე ვიყავით, 2006 წელს 37-ე ადგილზე გადმოვინაცვლეთ, ხოლო წელს საქართველო პირველ ოცეულში შევიდა. დამეთანხმებით, ეს ძალზე მნიშვნელოვანი შედეგია", - აღნიშნა გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)