Google+

რელიზები

19.10.2007
მიხეილ სააკაშვილი ლისაბონში საქართველოს პერსპექტივებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლისაბონში ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა ღიად ისაბურა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე, რაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს. საქართველოს პრეზიდენტი დიდ იმედს ამყარებს ბუქარესტის ნატოს სამიტზე. მისი განცხადებით, 2008 წლის აპრილში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის შემდეგ გადაწყდება საკითხი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

სახალხო პარტიის ფორუმის დასრულების შემდეგ პარტიის პრეზიდენტისა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

„თუ საქართველო მოიპოვებს სერიოზულ საერთაშორისო მხარდაჭერას... ბუქარესტის სამიტის შემდეგ მისი ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი ფაქტობრივად შეუქცევადი იქნება, ეს კი ნამდვილი რევოლუცია იქნება ჩვენს გეოპოლიტრიკურ სიტუაციაში" -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და მისი ადგილი დიდ ევროპულ სახლშია. „ევროპის სახელმწიფოებმა ყოველმხრივი დახმარება უნდა აღმოუჩინონ ოფიციაულრ თბილისს, ნატოსა და სხვა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირების გზაზე" -განაცხადა ვილპერტ მარტენსმა.

საქართველოს დელეგაციის წევრები, რომლებიც ლისაბონში ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრებოდნენ, ვიზიტი დადებითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს შეასრულებს საქართველოს მხრიდან ნატო-ს მისამართით კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაში.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)