Google+

რელიზები

24.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ბათუმში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმებისა და მისი შედეგების, აღნიშნულ სფეროში არსებული აქტუალური საკითხების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედიცინის მუშაკებმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიუხედავად გარკვეული პოზიტიური შედეგებისა, ჯანდაცვის სფეროში ჩატარებული რეფორმა სერიოზულ გადახედვას საჭიროებს და ამ პროცესში კონკრეტული მოსაზრებების გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება. მისი თქმით, ამ სფეროში უხელფასობის პრობლემა მოგვარდა და ხელფასების მომატების ტენდენციის ზრდა აუცილებლად იქნება, ხოლო, რაც შეეხება შემცირებებს, გარკვეული ოპტიმიზაცია საჭიროა და გადაწყვეტილებები სათანადო გათვლების შედეგად იქნება მიღებული.

„ჩვენ ვიცით თქვენს წინაშე არსებული სირთულეების შესახებ და მათ გადასაჭრელად თვენი მოსაზრებების გაზიარებაა საჭირო",- მიმართა დამსწრე საზოგადოებას ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრაზე ადგილობრივმა მედიცინის მუშაკებმა აღნიშნეს, რომ არსებობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, რომელსაც 16 ავტომობილი გააჩნია და რომელიც უფასოდ ემსახურება მოსახლეობას; ასევე, ხაზი გაუსვეს ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდას, რომლის შედეგად დაფინანსდა სამედიცინო პროგრამები და რთული ოპერაციები, ჩამოყალიბდა ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, შეიქმნა 47 საექიმო ამბულატორია, თუმცა, ამ მხრივ, აჭარის მაღალმთიან რაიონებში კადრების ნაკლებობა იგრძნობა.

შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ ვითარებისა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ იმსჯელეს.

„როდესაც არჩევნების დემოკრატიულობაზე და სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა",- აღნიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, არსებობს გარკვეული სამართლიანი პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ, თუმცა სახელმწიოფოებრივი თვალსაზრისით, მთავარი ნაბიჯები გადაიდგა და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი აჭარაა.

ნინო ბურჯანაძემ სახელმწიფოს მმართველობის მოდელის შესახებ ისაუბრა და მინიმუმ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აღნიშნული საკითხის სერიოზულად განხილვა უადგილოდ მიიჩნია.

საზოგადოება დაინტერესდა საპრეზიდენტო არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამთავრობო გუნდის შენარჩუნების საკითხით.

„განახლება აუცილებლად მოხდება და არჩევნების შემდეგ მთავრობა შეიცვლება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც შეიცვლება, მისი მოღვაწეობა აუცილებლად ნეგატიურად იქნება შეფასებული.ცვლილებები გუნდში საჭიროა. რეალობები და ამოცანები იცვლება, ახალ ეტაპზე იმ ადამიანების მოზიდვა ხდება, ვინც ამ ეტაპისთვის უფრო ადეკვატურნი არიან", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)