Google+

რელიზები

18.01.2008
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ ავჭალის არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების პატიმრები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, ეკა ტყეშელაშვილთან და ცნობილ ქართველ სპორტსმენებთან ერთად ავჭალის არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების პატიმრები მოინახულა და მათ საჩუქრად წიგნები და სასპორტო ინვენტარი გადასცა.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თანმხლებ პირებთან ერთად დაწესებულებაში სპორტული სექციების ჩამოყალიბებისა და დაწესებულებისთვის საგანმანათლებლო რესურსების მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა და მოზარდების შეკითხვებს უპასუხა.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ამ ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ კარგად გაიაზრონ ის, რაც გააკეთეს და ჰქონდეთ სტიმული იმისათვის, რომ საზოგადოებას ჯანსაღი აზროვნებით დაუბრუნდნენ. დაუბრუნდნენ როგორც ადამიანები, რომლებიც არათუ სხვას არ უქმნიან საფრთხეს, არამედ თავად აკეთებენ ყველაფერს, რომ სხვა მოზარდები მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ. სპეციალურ ჯგუფთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიზეზთა შესწავლაზე და ჩვენი მიზანი სწორედ დანაშაულის პრევენციაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოზარდებში დანაშაული მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ისინი ნორმალური ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ", - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნინო ბურჯანაძე დაწესებულების შესასვლელთან პატიმრების მშობლებს და ახლობლებსაც შეხვდა და მათ პატიმრების შეწყალების პროცესზე ესაუბრა.

„ჩვენ ყველას თხოვნას გადავხედავთ. ამ საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რათა გაირკვეს, თუ ვისი შეწყალებაა შესაძლებელი. გულსატკენია, როდესაც 14-15 წლის ბავშვები მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. დარწმუნებული ვარ, რომ მოზარდთა აბსოლუტური უმრავლესობა კარგად აცნობიერებს მომხდარს და იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი საზოგადოებას ჯანსაღი აზროვნებით დაუბრუნდება. ამისათვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)