Google+

რელიზები

25.03.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 50-დღიანი პროგრამის მიმდინარეობა შეამოწმა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთში

იმყოფებოდა. მან თავად შეამოწმა მთავრობის 50-დღიანი პროგრამის მიმდინარეობა. ამ პროგრამის მიხედვით, თითოეულმა ოჯახმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის 20 ლიტრი დიზელის საწვავი უნდა მიიღოს. მიხეილ სააკაშვილი წნორში ერთ-ერთი იმ ბენზინგასამართ სადგურზეც მივიდა, სადაც გლეხები საწვავს იღებდნენ. პროგრამის განხორციელება კახეთიდან დაიწყო და იგი მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება.

პრეზიდენტი კახელ გლეხებს მინდორშიც შეხვდა, სადაც ისინი საგაზაფხულო სამუშაოებს ასრულებდნენ. პრეზიდენტს კახელები პოლიტიკაზეც ესაუბრნენ და არჩევნებზეც. გლეხებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რაიონს ჰყავდეს საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელსაც მოსახლებასთან მჭიდრო კონტაქტი ექნება, მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა და პარლამენტამდე მიიტანს.

"ყველა რაიონი აირჩევს თავის დეპუტატს და იმ პარტიას დაუჭერს მხარს, რომელიც მას სურს", - თქვა პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)