Google+

რელიზები

23.04.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვის პრემიერ-მინისტრს გედიმინას კირკილას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ლიტვის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ლიტვის პრემიერ-მინისტრი გედიმინას კირკილასი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე გედიმინას კირკილასმა საქართველოს პრეზიდენტს მისი ლიტველი კოლეგის ვალდას ადამკუსის განცხადება გააცნო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის, ევროკომისიის, ნატოს, გაეროს და ეუთოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინონ რუსეთის მიერ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიღებული გადაწყვეტილების გამო. "მნიშვნელოვანია, რომ გაერომ და ნატომ საქართველოსთან დაკავშირებით გადამწყვეტი პოზიცია შეიმუშაონ. პირველ რიგში უნდა გადაწყდეს ვიზების და თავისუფალი ვაჭრობის საკითხი. აუცილებელია მოხდეს ქვეყნის ევროპულ სივრცეში სწრაფი ინტეგრაცია,"- ნათქვამია ადამკუსის მიმართვაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის ხელისუფლებას მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ , რომ საქართველოს სოლიდარობას უმძიმეს და კრიტიკულ დროს უცხადებთ. ლიტვა ყოველთვის იყოს ჩვენი ქვეყნის უახლოესი მოკავშირე. ამ რთულ პირობებში, ამ ქვეყანას ჩვენი ყველაზე უკეთ ესმის. ლიტვამ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს რეფორმირებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეში. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება და როგორც ხედვთ, მის საფასურს ვიხდით. ბოლო მოვლენები სწორედ ამის დადასტურებაა. ჩვენ ახლა ბრძოლა მშვიდობისათვის გვიწევს. ჩვენს ტერიტორიას ბომბავენ და ხდება ფაქტობრივი და დეიურე ანექსია, რაც დოკუმენტურადაც არის დადასტურებული. ეს უკვე პოლიტიკური თამაში კი არა, გაცილებით სერიოზული პრობლემაა. ასეთ დროს ევროკავშირისა და ლიტვის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თქვენი აქ ყოფნა და ჩემი ხალხისათვის სოლიდარობის გამოცხადება მაშინ, როდესაც ჩვენ მშვიდობისათვის ვიბრძვით, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაგრძელებთ გზას ქვეყნის განვითარებისათვის" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)