რელიზები
30.04.2008
მიხეილ სააკაშვილმა ელდარ რიაზანოვი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსი კინორეჟისორი ელდარ რიაზანოვი ახალ რეზიდენციაში მიიღო და ღირსების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა რეჟისორს საქართველოში ჩამოსვლის გამო დიდი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რიაზანოვი იმ რეჟისორების რიცხვს ეკუთვნის, რომლის შემოქმედებაზეც თაობები გაიზარდა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პერსსამსახური