Google+

რელიზები

18.05.2008
თელავში პროფესიული განათლების პროგრამების პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო

დღეს თელავში პროფესიული განათლების პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ნოდია დაესწრო.

პროფესიული სწავლების ცენტრში 160 სტუდენტი განახლებული პროგრამით მომზადდება. საუკეთესო სტუდენტები ცენტრის პარტნიორ კომპანიებში დასაქმდებიან. ასეთი გადამზადების ცენტრების გახსნა პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში პროფესიული გადამზადების 10 ცენტრი უკვე გახსნილია. 2006 წლიდან დღემდე უკვე გადამზადდა 14.600-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს განვითარების პრიორიტეტებია ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მშენებლობა, ტრანსპორტი, გამოყენებითი ხელოვნება. ამ სფეროებში განათლების პროფესიული სერტიფიკატები 30-მდე სპეციალობით გაიცემა. პრეზიდენტი სტუდენტებს და ცენტრში დასაქმებულ მასწავლებლებს ესაუბრა და პედაგოგებს ხელფასის გაზრდას დაჰპირდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)