Google+

რელიზები

19.05.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა ბოლნისში კარიერი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავში იმყოფებოდა და სააქციო საზოგადეობა "აზოტი" მოინახულა. პრეზიდენტმა საწარმოს რამდენიმე საამქრო დაათვალიერა და საწარმოს სასადილოსაც ეწვია. მიხეილ სააკაშვილი მუშა-მოსამსახურეებს გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტმა "აზოტში" მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა.

"მე კარგად მესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს დასაძლევი. გაჭირვება, რომელიც საქართველოს უმეტეს ნაწილშია, სამუშაო ადგილების შექმნითა და შემოსავლის გაზრდით უნდა გადავლახოთ. რუსთავი შრომითი ტრადიციის ქალაქია და წლის დამლევამდე აქ არც ერთი საწარმო აღარ იქნება გაჩერებული, მათ შორის, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. შემოსავლის გასაზრდელად კი კონკურენტუნარიანი პროდუქცია უნდა გამოვუშვათ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი რუსთავში, შარტავას გამზირზეც მივიდა, სადაც ხელოვნურსაფარიანი სპორტული და სათამაშო მოედნები გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა მხარის გუბერნატორს ეზოების კეთილმოწყობა, მსგავსი მოედნები ყველა ეზოში გაკეთება და გზებიც ყველა სახლამდე მიყვანა დაავალა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)