Google+

რელიზები

25.05.2008
საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელმა დავით ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს 21 მაისის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს დავით ზურაბიშვილს შეხვდა. დავით ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს 21 მაისის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მიულოცა.

„მადლობა მინდა გითხრათ მოლოცვისათვის. რეფორმებისა და გარდაქმნების ოთხი წლის თავზე რეფორმატორულ ძალას ქვეყანამ იგივე მოცულობით დაუჭირა მხარი, როგორც ოთხი წლის წინ, რაც თავისთავად არის უნიკალური რამ და ქართველი ხალხის განსაკუთრებულ სიბრძნეზე მეტყველებს. იყო აზრი ასეთი, მათ შორის რამდენიმე დასავლეთ- ევროპულ ქვეყანაში, ვიღაც-ვიღაცეები იყვნენ ჩასაფრებული მოეხდინათ მოტივაცია იმისა, თუ რატომ არ უნდა დაგვიცვან ჩვენი ქვეყანა მეზობლის აგრესიული ქმედებებისაგან. ამ არჩევნებს ელოდნენ გაფაციცებით და თუ ეს არჩევნები მათი აზრით ცუდად ჩაივლიდა, მაშინ იტყოდნენ, რომ ასეთ ქვეყანას მხარდაჭერა და დახმარება არ სჭირდება. ვფიქრობ ყველაზე მეტად კოვზი ნაცარში მათ ჩაუვარდათ. ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა და მთავრობებმა ეს არჩევნები შეაფასეს, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი. ეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის გადამწყვეტია. ქართველმა ხალხმა აჩვენა საოცარი ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, რასაც ბევრი სკეპტიკოსი საზღვარგარეთაც არ მოელოდა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოსთვის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ქართველებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა იამაყონ თავიანთი ქვეყნით. ჩვენ დავუბრუნდით იმ მდგომარეობას და ბევრად მეტს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა ქართველმა იამაყოს თავის წარმომავლობით და თავის სამშობლოს წარმატებებით"-,განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)