Google+

რელიზები

26.05.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”პატრინოტის” დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

"პატრინოტი 2008"-ის დასკვნით ღონისძიება დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. როგორც პრეზიდენტმა გამარჯვებული სიმღერების ავტორების დაჯილდოების შემდეგ, ოპერის სცენიდან განაცხადა, ის არ ელოდა, თუ ამ კონკურსს ამდენად დიდი პოპულარობა ექნებოდა.

"რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა ეს კონკურსი მოვიფიქრეთ და ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი პოპულარული გახდებოდა. საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია და ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით. მსურს დიდი მადლობა გითხრათ, რადგან ეს კონკურსი პირადად ჩემთვის აღმოჩენაა. რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი სიმღერა დღესაც აღმოვაჩინე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

საკონკურსოდ ამ წლების განმავლობაში ბევრი კარგი სიმღერა შეიქმნა. ვულოცავ გამარჯვებულებს ამ წარმატებას და მთელ საქართველოს - დამოუკიდებლობის დღეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კონკურსის გამარჯვებულები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ დააჯილდოვა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)