Google+

რელიზები

06.06.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანკტ-პეტერბურგში იმყოფება

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანკტ-პეტერბურგში დსთ-ის სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა. კონსტანტინეს სასახლეში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთა შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და დიმიტრი მედვედევმა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხი განიხილეს. პრეზიდენტებმა ასევე კონფლიქტური ზონების შესახებ ისაუბრეს. დიმიტრი მედვედევს მიაჩნია, რომ რუსეთსა და საქართველოს პრობლემების მოგვარება შუამავლების გარეშე შეუძლია. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ურთიერთობის დათბობა შესაძლებელია და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

"გუშინ გერმანიაში ვიმყოფებოდი და გერმანელ კოლეგებს ვესაუბრე. ისინი ნერვიულობენ და განიცდიან ქართულ-რუსული ურთიერთობების თაობაზე, მაგრამ, მიმაჩნია, რომ თავად შეგვიძლია თავად გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, რომლებიც დღესდღეობით გვაქვს და დავძლიოთ ის სირთულეები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის გაჩნდა", - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.

მიხეილ სააკაშვილი რუს კოლეგას დაეთანხმა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ რუსეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის და მასთან საუბრის საშუალება მიეცა.

"ვიმედოვნებ, რომ ნაყოფიერი და ხანგრძლივი თანამშრომლობა გვექნება. ასევე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობის ყველა მტკივნეული და მწვავე საკითხის მოგვარებას შევძლებთ. პრობლემა ბევრი გვაქვს გადასაჭრელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს. კეთილი ნებისა და ურთიერთგაგების შემთხვევაში, პრაქტიკულად, ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. რუსეთი და საქართველო ახლოს არიან ერთმანეთთან ისტორიული, კულტურული და უბრალოდ ადამიანური თვალსაზრისით. დღევანდელი მდგომარეობა ხელოვნურია და არავის არ აძლევს ხელს. ჩვენ ყველა საკითხი უნდა გადავწყვიტოთ, არის პრინციპული საკითხები და დაგროვილი პრობლემები, რომლებსაც ვიმედოვნებ, აუცილებლად გადავჭრით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)