Google+

რელიზები

22.07.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს 70 წლის იუბილეს მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს 70 წლის იუბილეს მიულოცა და წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში გაიმართა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის და დევნის პერიოდში კიკაბიძის მიერ დაფიქისრებული პოზიცია, რომელსაც ყოფილ საბჭოთა სივრცეში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, დასაფასებელია, რადგან ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკოსების პრობლემა იყო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ინტერესებს და მოქალაქეებს დაცვა სჭირდებათ და ეს სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. "ბუბა კიკაბიძე არის სამოქალაქო გამბედაობის ყველაზე მისაბაძი მაგალითი პირადად ჩემთვის. ის არის ასევე ნიჭიერი ადამიანი, ამავე დროს დამოუკიდებელი და თავისუფალი. ეს არის თავისუფლების და დამოუკიდებლობის უმაღლესი გამოვლინება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბუბა კიკაბიძე უმაღლესი ქართული საზოგადოებრივი სამოქალაქო ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით სწორედ მისი მოღვაწეობის გამო დაჯილდოვდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, წმინდა გიორგის ორდენი საქართველოს რამდენიმე ნამდვილ მეგობარს და პრეზიდენტს და რამდენიმე გმირს აქვს მიღებული, რომელმაც თავი გასწირა. ბუბა კიკაბიძე კი პირველი შემოქმედია, რომელიც ამ ჯილდოს იღებს.

საქართველოს პრეზიდენტმა იუბილე ნანი ბრეგვაძესაც მიულოცა და მას ყვავილების თაიგული გადასცა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)