Google+

რელიზები

23.07.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განმუხურში ჩავიდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განმუხურს ესტუმრა, რომლის პლაჟი დამსვენებლებს რუსეთიდანაც მასპინძლობს. ახალ ტურისტულ ზონაში მათ კონფორტული გარემო და უსაფრთხოება გარანტირებული აქვთ. მიხეილ სააკაშვილმა ქვიშის მოედნებიც მოინახულა, რომლებიც პლაჟის ფრენბურთისა და ფეხბურთისთვისაა მოწყობილი. საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს განმუხურში ინფრასტრუქტურის გაზრდის გამო, უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაავალა.

"რუსებმა იმდენჯერ მოახდინეს ტანკების დემონსტრირება აფხაზეთში, რომ იქ ტურისტული სეზონი ჩაიშალა. დღეს განმუხურის პლაჟზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. საშიშიც არაფერია - ყველა ზომა მიღებულია მათი საფუძვლიანი დაცვისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის კურორტების განვითარებაზეც ილაპარაკა.

"რა თქმა უნდა აფხაზეთში განვავითარებთ კურორტებს, მაგრამ აქ უნდა აშენდეს აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კურორტი. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ინვესტორებთან და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჯერ ბანაკი მოვაწყვეთ, შემდეგ მუნიციპალურ პლაჟს განვავითარებთ, ინფრასტრუქტურას მოვაწყობთ, კაფეებსა და ბარებს გავხსნით, განათებას გავაკეთებთ. ზუგდიდიდან განმუხურამდე, მთელ გაყოლებაზე გაშენდება აკვაპარკები, ზუგდიდში უკვე შენდება სასტუმროები, მაგრამ ინვესტორებს ძალიან დიდ სასტუმრო კომპლექსს ავაშენებინებთ აფხაზეთის პლაჟის ამ ნაწილში, განმუხურში. ასეთი საოცარი ადგილი ცოტა თუ მინახავს მსოფლიოში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)