Google+

რელიზები

24.07.2008
საქართველოს პრეზიდენტი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო

დღეს საძირკველი ჩაეყარა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის თურქულ მონაკვეთს. ღონისძიებას საქართველოს თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილი, აბდულა გიული და ილჰამ ალიევი ესწრებიან. ცერემონიის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილი ი ლჰამ ალიევსა და აბდულა გიულის შეხვდა. შეხვედრაზე რკინიგზის პროექტის დეტალები და სამ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გახსნის საზეიმო ცრემონიაზე სიტყვით სამივე ქვეყნის პრეზიდენტები გამოვიდნენ. პრეზიდენტების განცხადებით, ეს ისტორიული ფაქტია, რადგან მაგისტრალის გახსნა ამტკიცებს, რომ რეგიონულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. ამ თანამშრომლობის გააქტიურება კი, მათი თქმით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერესებში შედის.

"ეს არის პროექტი, რომელსაც ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვებთ. ეს არის გაგრძელება იმისა, რაც პრეზიდენტ გიულთან და პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან ერთად დავიწყეთ. რამდენიმე წლის წინათ დიდი რეგიონალური პროექტები განხოციელება ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აგვეშენებინა რკინიგზა და მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზის მშენებლობის დაწყებას ბევრი გეოპოლიტიკური ფაქტორი აფერხებდა, პოლიტიკურმა ნებამ ყველაფერი გადაწონა. შედეგიც სახეზეა - ამ პროექტის განხორციელება დღეს ჩვენ ერთად დავიწყეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გამოსვლისას სამივე ქვეყნის პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ რკინიგზის პროექტის განხორციელებას აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მნიშვნელობა.

პროექტის საერთო ღირებულება 600 მილიონი ამერიკული დოლარია, მაგისტრალი სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადის, მაგრამ ერთ ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაზე, მარაბდა-კარწახის მონაკვეთზეა. ამ 29 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი რკინიგზას გაიყვანენ, რომლის მშენებლობისთვის საჭირო თანხა კრედიტის სახით საქართველოს აზერბაიჯანმა გამოუყო.

რკინიგზის მშენებლობა 2011 წლისთვის დასრულდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)