Google+

რელიზები

30.09.2008
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ევროკავშირის პირველი უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში ხავიერ სოლანას ერთობლივი პრეს-კონფერენცია

მიხეილ სააკაშვილი

მოგესალმებით ყველას.

ჩვენ ერთად ვიმყოფებოდით გორში და მე მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის რომ პირადად ჩაერთეთ პროცესში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ენერგიისათვის და გამძლეობისათვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ, რადგან მე ვიცი რამდენად რთული პროცესია ოც დღეში ევროკავშირის ასეთი რთული მისიის დაკომპლექტება, ასევე ყველა ქვეყნის თანხმობა და ლოგისტიკური თვალსაზრისით გამოწვეული სირთულეების დაძლევა, თან ჩატევა იმ დროში, როდესაც მისია უნდა დაწყებულიყო რეალურად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, რომელიც ფუნქციონირებას 1 ოქტომბრიდან შეუდგება, აქვს ნათელი მანდატი ფარავს რა საქართველოს მთელ ტერიტორიას, მათ შორის იმას, რომელიც ამჟამად არაა ქართული კონტროლის ქვეშ. რასაც ჩვენ მკაფიოდ ველით, რომ მივიღებთ 10 ოქტომბრისათვის, ესაა 7 აგვისტომდე არსებულ სტატუს კვოს დაბრუნება. რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა მანამადე, ბევრი დღით ადრე სანამ ეს მსოფლიომ გაიგო და არა მაშინ, როდესაც საქართველომ მათ უპასუხა. სტატუს კვო რეალურად ნიშნავს ძველ პოზიციებზე დაბრუნებას, რომელსაც ე.წ. რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ ორივეგან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში; პოზიციებზე, რომლებსაც აკონტროლებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებები. ამ პოზიციის შენარჩუნება შეუძლებელია რუსული ძალის ტერიტორიაზე ყოფნის გარეშე, რუსეთის მხრიდან მხარდაჭერის გარეშე. რა თქმა უნდა ეს იქნება ურთულესი პროცესი, ჩვენ ღია და მოქნილ პოზიციაზე ვართ. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, რაც რუსული ძალების ევროპელებით ჩანაცვლებას გულისხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ე.წ. ბუფერულ ზონებში, უნდა დაიწყოს შემდგომი ეტაპი - რუსული ძალების მთლიანად გაყვანის პროცესი. მეორე ეტაპი ესაა დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პირობები, პროცესის ინტერნაციონალიზაცია, რუსების გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან, რადგან ახლა ეს ტერიტორიები ოკუპირებულია უცხო სამხედრო ძალის მიერ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობის ნების წინააღმდეგ. ეს ძალიან უჩვეულო, არაორდინალური სიტუაციაა ჩვენთვის, ევროკავშირისთვის და მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის.

სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, მე ასევე მივესალმები ახალი მისიის პირად შემადგენლობას და ასევე ახალ ელჩს საქართველოში, რადგან ის დაინიშნა საქართველოში როგორც განსაკუთრებული წარმომადგენელი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვიცით რომ იგი არის ძალიან გამოცდილი ფრანგი დიპლომატი და ახლა ჩვენ გვეყოლება ჩვენი განსაკუთრებული წარმომადგენელი, ასე რომ ევროკავშირი სულ უფრო მეტად და მეტად ერთვება პროცესში. ჩვენ მოუთმენლად ველით სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ასევე დონორების კონფერენციის და შემდგომ პერიოდში მივიღოთ განვითარების პაკეტი, ასევე უნდა მივესადაგოთ ყველა კრიტერიუმს და დავინახოთ დანაპირების შესრულება. მონიტორების ჩამოსვლა ჩვენს ტერიტორიაზე განხორციელდა საკმაოდ დროულად. დიდი მადლობა.

ხავიერ სოლანა

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ თქვენთან ყოფნა. ბოლოს აქ 8 სექტემბრის ღამეს ვიმყოფებოდი. დღეს 29 სექტემბერია და ჩვენ კვლავ იმ ვალდებულებას მივუბრუნდით, რომელიც ნაკისრი გვაქვს იმ დღის შემდეგ. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვყავს ძალები და დამკვირვებლები ტერიტორიაზე უკვე, ჩვენ გვაქვს სათანადო აღჭურვილობა, გვაქვს კავშირგაბმულობის სისტემები და ასე რომ ხვალიდან მისია ამოქმედდება. მსურს ხაზი გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს რაც ჩვენ უკვე შევასრულეთ. ჩვენ ვითანამშრომლეთ საქართველოს მთავრობასთან და ძალიან მცირე ვადებში მივიწევთ წინ. ჩვენ უკვე დავიწყეთ შესრულება ვალდებულებების, ხვალაც გავაგრძელებთ ამის გაკეთებას და ზეგაც და ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ყველა სხვა მხარე შეასრულებს ისევე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. და დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვქონოდა ძალიან კარგი საუბარი პრეზიდენტთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, იმისათვის რომ კოორდინირება გავუწიოთ იმ სამუშაოს, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ მომავალში და მე ვიმედოვნებ, რომ 10 ოქტომბრისათვის რუსეთის ძალები დატოვებს საქართველოს ტერიტორიას და ეს არის რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულების ნაწილი და ჩვენ გვსურს ვიხილოთ სასურველი შედეგი. ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ კოორდინაცია რუსეთის ძალებთან საქართველოს ტერიტორიაზე, იმისათვის რომ დავინახოთ თუ რამდენად კარგად და კონსტრუქციულად მიდის კოორდინაციის პროცესი და მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ხვალ სასურველია ამ ყველაფერის დაწყება. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები საქართველოს და რუსეთის მთავრობებთან, ეს ყველაფერი იქნება ხვალინდელი ძალების განლაგების წინაპირობა. ბატონო პრეზიდენტო, დიდ მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის, დიდ მადლობას მოვახსენებ მტავრობას და ქართველ ხალხს, ჩვენ გავაგრძელებთ საუბრებს და ვნახავთ რა შედეგები დაიდება 10 ოქტომბრისათვის.

მიხეილ სააკაშვილი

იქამდე, სანამ კითხვებს დასვავდეთ, ერთ გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი. ხავიერ სოლანა იყო ინიციატორი იმისა რომ საქართველოში განლაგებულიყო ევროკავშირის სამშვიდობო ძალები, ის იყო პირველი ევროპელი რომელიც ამას ამბობდა ორი წლის წინ. იმ დროს ეს ისეთი რამ იყო, რაზეც ბევრი ხალხი არ ფიქრობდა. ეს პირველი და მეორე - ის იყო პირველი, ვინც ეცადა შუამდგომლობა გაეწია ივნისში და ეს იყო ძალიან ნათელი ფაქტი, ის მარტო ცდილობდა დაელაგებინა სიტუაცია, მაგრამ სამწუხაროდ ეს მასზე არ იყო დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ მისი ამ მცდელობების გამო.

გიორგი კეპულაძე, რუსთავი 2

ბევრი კითხვაა ქართულ საზოგადოებაში იმათან დაკავშირებით, მოახერხებენ თუ არა მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები ცხინვალში, იმ ქართულ სოფლებში შესვლას, რომლებიც ცხინვალს იქით მდებარეობს. გასაგებია, რომ ისინი დააკვირდებიან ე.წ. ბუფერულ ზონებში რუსი ჯარისკაცების გასვლას მაგრამ როდის შევლენ ისინი კონკრეტულად ცხინვალის რეგიონში და უშუალოდ კონფლიქტის ზონაში, სადაც ძალიან ხშირია ეთნიკური წმენდის შემთხვევები.

ხავიერ სოლანა

დღეს ჩვენ 200 დამკვირვებელი გვყავს. ისინი არ არიან შეიარაღებულნი, ამიტომაც მისიაც ამ ფარგლებში იმოქმედებს. მეორე რაც მე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია, არის ის რომ ყველაზე მთავარი ამოცანა არის 10 ოქტომბრამდე შესასრულებელი - რუსული ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, ეს იქნება პირველი ფაზა, შემდგომში ვნახოთ რა მოხდება.

ჟურნალისტი

დარწმუნებული ბრძანდებით, რომ დამკვირვებლები ხვალ შევლენ ბუფერულ ზონებში და თქვენ დაიწყებთ იქ ძალების ჩანაცვლებას?

ხავიერ სოლანა

ჩემი პასუხია რომ 300 დამკვირვებელი ყველა ერთდროულად ვერ განლაგდება ხვალ.

 

ჟურნალისტი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხვალ ისინი არ აპირებენ დამკვირვებლების ადგილზე შეშვებას. შეგიძლიათ აგვიხსნათ რაში მდგომარეოს უთანხმოება. და ერთი შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს - რას იტყოდით ამ საკითხზე?

ხავიერ სოლანა

დიახ ჩვენ ვაპირებთ მისიის დაწყებას ხვალ.

მიხეილ სააკაშვილი

რაც შეეხება ზონაში შესვლას. უპირველეს ყოვლისა არ უნდა გვქონდეს ილუზიები. ჩვენ ბედნიერად თავს ვერ ვიგრძნობთ სანამ ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიებს, ისინი წავლენ საიდანაც მოვიდნენ - როკის გვირაბიდან და ფსოუს გავლით. ჩვენ იმაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ რომ ისინი აქ კიდევ ცოტა ხანს დარჩებიან, ან დარჩებიან რომელიმე ერთ სოფელში მაინც. არავითარ შემთხვევაში - სტატუს ქვოში დაბრუნება არ ნიშნავს ცხინვალის ან კარალეთის დატოვებას, ამას გაცილებით ფართო მნიშვნელობა გააჩნია. ეს იყო მანამ, სანამ რუსეთი დაიპყრობდა საქართველოს და სანამ ჩვენ მათ ვუპასუხებდით - არავინ ეპატიჟეა მათ სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში, ისინი არიან აგრესორები, ოკუპანტები, ისინი არიან დამპყრობლები და ისინი ამ ადგილებიდან უნდა გავიდნენ. მე ვგულისხმობ იმას, რომ საქართველო მუდამ დარჩება ამ პრინციპების ერთგული, მნიშვნელობა არა აქვს რა მოხდება. ჩვენ ვითანამშრომელბთ ევროპასთან დაყ ველა იმასთან ვისაც სურს ამ პროცესის მშვიდობიანი მოგვარება, ჩვენი ტერიტორიის აღდგენა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ინტრიგა იმაშია, გავლენ თუ არა ისინი ყველა სოფლიდან, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გავლენ. ვიმედოვნებ იქნება თანამშრომლობა. ჩვენი მიზანი შემდგომია: ჩვენ არ ჩავერთვებით ვაჭრობის პროცესში, ჩვენ არ ავაშენებთ ახალ ბერლინის კედელს. რუსებმა კარგად იციან კედლების შენება. ჩვენ კი არ გვსურს კედლები, ჩვენ გსურს ამ კედლების დამსხვრევა, ჩვენ არ გვსურს საზღვარზე გვყავდეს სასაზღვრო პოლიცია, ეს არ არის დამკვირვებელთა ჩამოსვლის მიზანი, მიზანია ცივილიზირებული, ევროპული, 21 საუკუნის გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ეს არ გადაიზარდოს მე20 საუკუნის საშინელ კონფიქტში და შემდგომ მე19 საუკუნის ყველაზე უარეს სცენარში. ჩვენს მთავარ პრინციპებზე კომპრომისი არ გვაქვს. ჩვენ გვქონდა სრული თანხმობა ყველა საკითხზე აქამდე. ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით რომ ეს ყველაფერი უფრო ადრე, გაცილებით ადრე დაწყებულიყო, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა. სამწუხაროდ არ იყო საკმარისი კონსენსუსი ამის თაობაზე და არსებობდა ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი მსოფლიოს მხრიდან. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ამ პროცესის მიყვანას, ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა და არ არსებობს ეჭვი ამის შესახებ. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ოკუპაციის ქვეშ მყოფ რეჟიმში. მაგრამ მაინც ოპტიმისტები ვართ, ჩვენ გვსურს წინსვლა. ხალხი იყინება კარვებში, ჩვენ გვსურს მათ მოუაროთ ზამთრის ბოლომდე მივცეთ მათ სახლები, ის სახლები, რომლებიც მათ გაუნადგურეს. ამ სახლებს ახლა ვაშენებთ. ჩვენ გვაქვს იმედი დონორების კონფერენციისა, რომელიც დაახლოებით 20 ოქტომბერს გაიმართება - ასევე პრესიდენტ სარკოზის მიერ ინიცირებული მხარდაჭერისა, რომლის მიხედვითაც ევროპის ლიდერები ჩამოვლენ საქართველოში მხარდაჭერის გამოსახატად. ჩვენ ასევე ამ მიმართულებით მივიწევთ წინ.

 

 

მოითხოვს თუ არა ევროკავშირი პრინციპულად რუსეთისგან საქართველოს მთელი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანას, მათ შორის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და თუ არ მოითხოვს ამას პრინციპულად ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ევროკავშირა გარკვეულწილად ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას შეეგუა

 

ხავიერ სოლანა

ევრო კავშირმა ამის თაობაზე უკვე ისაუბრა უმაღლეს დონეზე, ეს იყო ძალიან გამჭვირვალე და ნათელი განცხადება, ამ თემაზე სექტემბრის პირველსავე დღეს და მისი ეს განცხადება მას მერე არ შეცვლილა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)