Google+

რელიზები

01.10.2008
საქართველოს პრეზიდენტს შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ანგარიში ჩააბარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ანგარიში ჩააბარა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში სულ 6220 სახლის მშენებლობა და შეკეთება მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები 15 დეკემბრისთვის დასრულდება. რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის 4489 ახალი სახლი შენდება.

"ამასთან, ჩვენ ვცდილობთ ახლო-მახლო მიდამოებში მოსახლეობას მიწა მივცეთ. 6220 სახლიდან, რომლის შეკეთება და მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს, 1000 გორის რაიონშია, 2700 - მცხეთაში, 356 ქარელის რაიონში, ქვემო ქართლში 784 სახლი შეკეთდება, კახეთში, სადაც 86 ახალი ბინა შევიძინეთ, ახლა მათი შეკეთება მიმდინარეობს ",-განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ შიდა ქართლში იმ 394 სახლის შეკეთებაც მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ვანო მერაბიშვილის თქმით, არა მხოლოდ მშენებლობები და აღდგენა მიმდინარეობს, არამედ სერიოზულად მუშაობენ სოფლებში წყლის, გაზის, ელექტროენერგიის და გზების საკითხის მოგვარებაზე.

მიხეილ სააკაშვილმა კი აღნიშნა, რომ ყველა ადგილზე, სადაც დევნილები იქნებიან, მნიშვნელოვანია არსებობდეს განათლებისა და სამედიცინო დაწესებულებები. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დევნილებს სამედიცინო ვაუჩერები უნდა მიეცეთ.

"გარდა ამისა, დაზარალებულებს ფინანსური დახმარება უნდა გაეწიოთ, რათა საქონელი იყოლიონ და სოფლის მეურნეობის წარმოების საშუალება მიეცეთ. უნდა გაიხსნას გადამზადების ცენტრები, სადაც დაზარალებულები ისწავლიან კონკრეტულ ხელობას და დასაქმების საფუძველი მიეცემათ. ასეთი დასაქმების ცენტრები წეროვანში და კოდაში იქნება, სადაც მოამზადებენ სამშენებლო, საბუღალტრო სპეციალობებში, ასევე უცხო ენებსა და კომპიუტერში. სახელმწიფომ კი არ უნდა აჭამოს, ამ ხალხმა თავად უნდა გამოკვებოს საკუთარი თავი. გადამზადდება ყველა ასაკის ხალხი. კირკიტაძეს დავავალე და კოდაში დასაქმების ცენტრი უკვე კეთდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავარი ამოცანაა ზამთრის დადგომამდე დაზარალებულები ბინებში შეასახლონ და ელემენტარული საარსებო პირობები შეუქმნან.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)