რელიზები
14.11.2008
მიხეილ სააკაშვილი პარიზში ნიკოლა სარკოზის შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარიზში მის ფრანგ კოლეგას, ნიკოლა სარკოზის შეხვდა.
საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა შეხვედრაზე ნიცაში დაგეგმილ სამიტზე და ევროკავშირში საქართველოს აუცილებელ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
"სარკოზი დამპირდა, რომ ხვალ ნიცაში მხარს დაუჭერს საქართველოს. სარკოზის აქვს ინიციატივა საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაფართოების ერთიან ტალღაში მოხვედრის შესახებ. საუბარია პრივილეგირებული პარტნიორობის სტატუსის მინიჭებაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური