Google+

რელიზები

18.11.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ესაუბრა

17 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილსა და ბარაკ ობამას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა ახლად არჩეულ აშშ-ს პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა. საუბარი მეგობრული იყო და ის საქართველოსა და აშშ-ს მომავალ ურთიერთობას შეეხო. ბარაკ ობამას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს კვლავაც დაუჭერს მხარს.

ბარაკ ობამამ იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის პირველი პირის შეხვედრა ახლო მომავალში გახდება შესაძლებელი.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ს მომავალ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენსაც ესაუბრა. ჯო ბაიდენის ინიციატივით, საქართველოს დასახმარებლად, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა სექტემბერში 1 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოყო.

მომავალ ვიცე-პრეზიდენტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილთან. ჯო ბაიდენი ომის დღეებში საქართველოში იმყოფებოდა. მიიჩნევენ, რომ სწორედ თბილისში ჩამოსვლის ფაქტმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი იმ თვალსაზრისით, რომ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ჯო ბაიდენის კანდიდატურა შეარჩიეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)