Google+

რელიზები

28.11.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დრეზდენიდან დაბრუნებული ქართველი მოჭადრაკე ქალები დააჯილდოვა

„მოგესალმებით ყველას!

მინდა დიდი კმაყოფილება და სიამაყე გამოვთქვა იმ გამარჯვების გამო, რომელიც ჩვენმა მოჭადრაკეებმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მოიპოვეს. ასევე მინდა სიამაყე გამოვთქვა ჩვენი ოლიმპიელების მისამართითაც., რომელებსაც მე არ შევხვედრივარ.მათ ურთულეს პირობებეში მოიპოვეს სამი ოქროს და რამდენიმე სხვა მედალი.

ჩვენ ყველანი ქართველი მოჭადრაკეების წარმატებებზე გავიზარდეთ, რის გამოც გვქონდა სიამყის განცდა.

ქართველების უპირატესობის განცდა ხშირად, საჭადრაკო სკოლას ეფუძნებოდა, განსაკუთრებით კი მოჭადრაკე ქალებს. ეს არის ქართველი ქალის განსაკუთრებული გენიის, ნიჭის და ინტელექტის გამოხატულება. სამწუხაროდ, მრავალი წლის განმავლობაში გაჩნდა განცდა იმისა, რომ დავკარგეთ ეს უპირატესობა. ეს განცდა დაიმსხვრა ბოლო ოლიმპიადაზე გერმანიაში.

მინდა დიდი მადლობა გითხრათ ქართული საჭადრაკო სკოლის დიდების აღდგინისათვის, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ ის, რომ ქართული ჭადრაკი კარგ ფორმაშია.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იმ ტრადიციას, რომელიც შექმნეს ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრიამ და ბევრმა სხვა სახელოვანმა მოჭადრაკემ, არა მხოლოდ არ დაიკარგოს, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვები ისევე ვარჯიშობდნენ საჭადრაკო სკოლეში და ისევ ხდებოდეს ახალი გამარჯვებები.

ასევე მინდა გითხრათ ჩვენო ოლიმპიელებო სხვა სფეროდან. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე პეკინში ჩამოსვლა გასაგები მიზეზების გამო.

მე ისიც ვიცი, რომ მათ ძალიან განიცადეს ის, რაც ხდებოდა საქართველოში. მათ ოლიპიური წესების წსაწინააღდგოდ, ჰქონდათ მცდელობა საპროტესტო აქციის მოწყობის. მე ვიცი, ბევრმა თქვენგანმა მიუხედავად წლების განმავლობაში მზადებისა, თანახმა იყო შეეწყვიტა ბრძოლა. შემდეგ ოლიმპიური კომიტეტის, ჩემი თხოვნით და ყველას გადაწყვეტილებით, თქვენ გააგრძელეთ ბრძოლა და საქართველო ჩვენი ზომისა და შესაძლებლობების მქონე ქვეყნისათვის, გავიდა ძალიან მაღალ ადგილზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ჩემპიონები ისევ გაიზრდებიან.

ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ავაშენეთ ათეულობით ახალი სპორტული დარბაზი. კარგია ის, რომ ჩვენ ინდივიდუალურ სახეობებში წარმატეები გვაქვს, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველომ გუნდურ სახეობებეშიც იასპარეზოს, მნიშვნელოვანია ის, რომ გავაჩინოთ ოლიპიური აუზები, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები.

საქართველოს აქვს პოტენციალი და ეს უნდა გამოვიყენოთ.

თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიელების ფულადი დაჯილდოების თაობაზე. მივესალმები ოლიმპიელების გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ მათი პრიზების ნაწილი გადაირიცხა ომის შედეგად დაზარაბელთათვის სკოლის მშენებლობისათვის.

მე არ მქონდა იმის დროს, რომ ეს პრიზები პირადად გადმომეცა, მაგრამ დღეს მაქვს თქვენთან შეხვედრის საშუალება.

საქართველოს წინ ბევრი გამარჯვება ელის, საქართველო გავა მსოფლიო არენაზე და დაიმკვიდრებს დამოუკიდებელი ქვეყნის ადგილს.

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი სპორტცმენები აღარ გარბიან საზღვარგარეთ. ჩვენი წარმატებები უნდა გაათმაგდეს.

საქართველოს მთავრობაში იყო შემთხვევა, როცა მთავრობა საზეიმოდ აცხადებდა იმას, რომ სახელოვან მოჭადრაკეებს ჩუქნიდა მანქანებს, გუშინ აღმოვაჩინე, რომ არ მიუციათ.

ჩვენ პრიზებს დღესვე მოგცემთ. ჩვენ ჩვენს სიტყვას ვასრულებთ.

ჩემთვის დიდი პატივია ამ პრემიებთან ერთად გადმოგცეთ ღირსების ორდენები.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მექნებოდა პატივი იმისა, რომ მრავალგზის ორდენოსან მაია ჩიბურდანიძეს გადავცემდი ღირსების ორდენს ამ ბოლო გამარჯვებისათვის. ასევე ნანა ძაგნიძეს და მაია ლომინეიშვილს.

გადავიდეთ ოლიმპურ ჩემპიონებზე - მანუჩარ კვირკველია, რევაზ მინდორაშვილი, ირაკლი ცირეკიძე, ნინო სალუქვაძე - ლეგენდარული სპორტცმენი, ასაკით პატარა, მაგრამ სპორტისათვსი ვეტერანმა ადამიანმა ბრინჯაოს მედალი აიღო.

სიამოვნებით თქვენთან ერთად შევქმნით სკოლას ამ მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ბევრი კარგად მსროლელი საქართველოში.

ღირსების ორდენს გადავცემთ ასევე ოთარ თუშიშვილს, გიორგი გოგშელიძეს.

ჩვენ გვყავს ოლიპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტი და მასთან ერთად ყველაფერს გაკავეთებთ იმისათვის, რომ შემდეგი ოლიმპიადისათვის მოვემზადოთ კარგად, ამას უნდა დაფინანსება, სულისკვეთება. ჯერ-ჯერობით საქართველო თავის შედეგებს აუმჯობესებს. ჩვენ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე.

მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, გისურვოთ წარმატება.

მინდა თქვენც მისურვოთ წარმატება, რადგან დაბარებული ვარ პარლამენტში, სადაც იქნება შეჯიბრი. იმედია ერთ-ერთ საპრიზო ადგილს დავიკავებ.

ყველამ ერთად ჩვენს ქვეყანას ვუსურვოთ წარმატება!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)