Google+

რელიზები

25.12.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მან ყველა იმ კითხვას გასცა პასუხი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაჩნდა. მისი თქმით, თუ მთელ მსოფლიოს აინტერესებდა, როგორ დაიწყო აგვისტოს მოვლენები, დიმიტრი მედვედევმა ამას ცალსახად გასცა პასუხი. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თბილისი არ უნდა აყვეს კრემლის ლიდერის აღიარებებსა და ბრალდებებს. მისი თქმით, ფინანსური კრიზისის ფონზე, ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარი შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავლის მოძებნაა.

"რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების ფონზე, თუკი მსოფლიოში, რუსეთში და თუნდაც ჩვენს ქვეყანაში ვინმეს რაიმე ეჭვი და კითხვა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა აგვისტოში, მედვედევმა ცალსახად გასცა ყველაფერს პასუხი. ბევრს ვიფიქრე თუ რას უკავშირდება ამ აგრესიის მომზადებისა და განხორციელების ასეთი ღია აღიარება. რუსეთში ახლა სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, სერიოზული სოციალური გამოსვლები, სერიოზული დაძაბულობა და პოლიტიკური ბრძოლა და მიმაჩნია, რომ ეს აღიარება და ახალი აგრესიული მუქარები ემსახურება იმას, რომ შექმნილი ვითარებიდან ყურადღება ამ მიმართულებით გადაიტანონ. რა უნდა ვქნათ ამ სიტუაციაში? კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენი გაერთიანებისა და მშვიდობისკენ მიმავალი გზა საქართველოს შიდა ძლიერებაზე გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გადავარჩონოთ ქართული ეკონომიკა, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სტაბილურობა და განვვითარდეთ. თუ ამას მივაღწევთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთშიც და დანარჩენ მსოფლიოშიც კრიზისი მძვინვარებს, ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი აგვისტოს ომისთვის ემზადებოდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)