რელიზები
07.01.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საშობაო ლიტურგიის შემდეგ კომენტარი გააკეთა
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა. „პატრიარქმა ორ უმნიშვნელოვას მომენტზე ისაუბრა. ერთი, რომ საქართველოს, ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, მაგრამ არა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური დებულება, რომელიც რეალურად ჩვენი ეროვნული ამოცანაა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ეკონომიკურ კრიზისს, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში კრიზისია, საქართველში კი - ამ კრიზისთან დაკავშირებული სიძნელეები. „ჩვენთან ჯერ არ არის ეს კრიზისი შემოსული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სრული ძალით არმოხდეს ამ კრიხისის შემოსვლა. ჩვენი ამოცანაა, რომ ზამთარში ჩვენი სახლები გამთბარი ყოფილიყო. მთელი ევროპაში დღეს გაზი გათიშულია, საქართველომ კი მოახერხა და უზრუნველყო, რომ ჰქონოდა გაზი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური