Google+

რელიზები

27.01.2009
პრეზიდენტი სააკაშვილი ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციასთან კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებების დაცვის, გამჭვირვალობისა და გახსნილობის მხარდაჭერას

2009 წლის 27 იანვარს პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ("Human Rights Watch"-ის) წარმომადგენლებს, რომლებმაც გამოაქვეყნეს 200 გვერდიანი ანგარიში 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისადმი ღრმა პატივისცემის გამოხატვის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მამაცური და გულმოდგინე სამუშაოს წყალობით შესაძლებელი გახდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო პირთა მიერ ჩადენილი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევების სრული სურათის საჯაროდ გამოტანა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული არასამართლიანობით დაჩაგრული და იძულებით გაადადგილებული ქართული მოსახლეობისათვის."

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს ადამიანის უფლებათა დამცველ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ. "ჩვენ ვართ განვითარებადი დემოკრატია და მივესალმებით ნებისმიერ ძალისხმევას გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით. ჩვენ გულისყურით შევისწავლით ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის შეფასებებს კონფლიქტის დროს საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ".


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)