Google+

რელიზები

22.03.2009
ბრიუსელში გამართულ ნატოს ფორუმს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო

ბრიუსელში გამართულ ნატოს ფორუმს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. ბიზნესფორუმის ფორმატის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტთან გამართა.

შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიკორსკისაც შეხვდა.

ბრიუსელში საქართველოსადმი მიძღვნილ ფორუმზე

აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილეს. ფორუმი სახელწოდებით, "ექვსი თვე საქართველო-რუსეთის" ომის შემდეგ. შეხვედრა, რომელიც საქართველოს პრეზინდეტის ინიციატივით შედგა, დახურული იყო. მას საკმაოდ წარმომადგენლობითი აუდიტორია დაესწრო. მათ შორის, ბარაკ ობამას სპეციალური წარმომადგენელიც - რიჩარდ ჰოლბრუკი. საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობას რუსეთთან, ნატოსა და ევროკავშირთან. ჰოლბრუკის განცხადებით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ყოვლად დაუშვებელია. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთლიანობისადმი ამერიკის მხარდაჭერა.

ნატო-რუსეთს შორის ურთიერთობის განახლების აუცილებლობაზე ბრიუსელში მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ისაუბრა. მოგვიანებით მაკკეინმა სარკოზი-მედვედევის 6 პუნქტიანი შეთანხმებაც ახსენა და მისი შეუსრულებლობის გამო, შეშფოთება გამოთქვა. "მივესალმები აშშ-სა და რუსეთს შორის კარგ ურთიერთობას. შესაფერისი მომენტია თანამშრომლობისა და მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად. ვფიქრობ, ნატო-რუსეთის საბჭო ეს არის ის, რასაც ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს, რადგან ეს დიალოგის გაგრძელებას ნიშნავს. შეშფოთებული ვარ, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების დარღვევას. ჩემი აზრით, ეს დაუშვებელია. ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, ჩვენ გვინდა, რომ ყველა ქვეყანა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი,` - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

უცხოელი ჟურნალისტებისთვის საინტერესო კითხვებს შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმაც უპასუხა.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ომი თავიდან აგვეცილებინა. ბევრს ვმუშობდით დიპლომატებსა და ჩვენს პარტნიორებთან. სამწუხაროდ, არავინ ელოდა, რომ ეს რეალურად მოხდებოდა. ძალით ვერავინ შეცვლის ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა და აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირის ქვეყნებთან, ერთად ვაანალიზებთ რუსეთის ქმედებების შედეგებს. ამის შემდეგაც ყოველთვის მომზადებულები უნდა ვიყოთ. ეს ყველასთვის იმედგაცრუებაა იყო, ვაგრძელებთ თანამრომლობას ევროკავშირთან და ამერიკასთანს პოსტსაომარ პერიოდში. თუ ვინმე მხარს დაუჭერს ქვეყნის ოკუპაციას ვერასოდეს მოგვარდება პრობლემები ევროპაში, რადგან ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის პრობლემაა."- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოში რეჟიმის შეცვლაზე სერგეი ლავროვმა საერთაშორისო ტრიბუნიდან ისაუბრა.

რუსეთის მთავარმა დიპლომატმა ამავე ტრიბუნიდან ღიად გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციები და ისინი უმოქმედობასა და არაადეკვატურ შეფასებებში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მკაცრი ტონი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსაც შეეხო. ლავროვის მწვავე გამოსვლას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა.

"ლავროვს ახალი არაფერი უთქვამს, ეს პუტინის ოფიციალური პოლიტიკაა. მათ აქვთ საქართველოს დაქუცმაცების და დაშლის პოლიტიკა. ამისთვის მათ სჭირდებათ საქართველოში ის, რასაც რუსეთი ღიად ყვება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს განვითარებას, ჩვენი ეკონომიკის შენარჩუნებას და განვითარებას.

ყველაზე მეტად მომეწონა, რომ პირველად საქართველო ინსტიტუციონალურად ებმევა ევროკავშირს, რაზეც ერთი წლის წინ ძნელი იყო ოცნება. პირველი, რასაც იმედია მივიღებთ, არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. გუშინ პირველად დაფიქსირდა უვიზო მოძრაობის შესაძლებლობა ევროკავშირთან.

ამის გარდა პრინციპული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ნაბუკოს პროექტზე,ნაბუკო საქართველოს ტრატეგიულ მნიშვნელობას აათმაგებს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)