Google+

რელიზები

12.04.2009
საქართველოს პრეზიდენტმა კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას წმინდა გიორგის სახელობის ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის ორდენი კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გადასცა. დაჯილდოებას საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ესწრებოდნენ.

"9 აპრილს ყავდა დაღუპულები, წამებულები და ახალგაზრდა გმირები, მათ ჩვენ მივაგებთ დიდ პატივს. მე და ჩემი მეგობრები, მათ შორის ბატონი ელდარ შენგელაიაც, ვიყავაით ინიციატორები იმისა, რომ მრავალი წლის შემდეგ, 9 აპრილის მონუნენტი ჯერ კიდევ მაშინ, როცა საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, აღგვემართა ყოფილი ალექსანდროვის ბაღში. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი, ეს მონუმენტი დაიდგა პარლამენტის წინ. თუმცა 9 აპრილს ყავდა ასევე ზალიან ბევრი გმირი, რომელთა გმირობაც ერთი შეხედვით, თვალში საცემი არ იყო. 9 აპრილს გადიოდა ზღვარი ნიჭიერებასა და უნიჭობას შორის, შემგუებლობას, კომფორმიზმსა და პატრიოტიზმს და გმირობას შორის. ეს გმირები იყვნენ უსახელო მილიციელები, ეს გმირები იყვნენ თანამდებობის პირები, არ შემიძლია არ აღვნიშნო ირაკლი მენაღარიშვილის ქმედებები, აპარატის ცნობილი და უცნობი თანამდებობის პირება, ასევე ცნობილი ქართველი მოღვაწეების მნიშვნელოვანი მოქმედებები , არ მინდა გამომრჩეს ვინმე, ის ხალხი, ვინც იყო ჩვენი სიამაყე, რეჟისორები, მეცნიერები "- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მას ყველაზე მეტად დაამახსოვრდა იმ დროს ქართველი ინტელექტუალების საქციელი, როდესაც საქართველოში ედუარდ შევარდნაძე ჩამოიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მაშინ ლანა ღოღობერიძემ შევარდნაძეს პირველად უწოდა „თეთრი მელა" და ეს ზედმეტსახელი მას დღემდე შემორჩა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ელდარ შენგელაია არის ჩვენი დროისა და ეპოქის გმირი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გამოძიებასა და სიმართლის მთელი მსოფლიოსათვის გაცნობის თვალსაზრისით. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ელდარ შენგელაიასთვის არავის უთქვამს იმ კომისიაში შესულიყო, რომელიც 9 აპრილის მოვლენებს გამოიკვლევდა, მაგრამ მან უსამართლობასთან ბრძოლაში შეუპოვრობა გამოავლინა. "ჩვენ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ ხალხს, ვისაც ასეთი დონის დამსახურება აქვს ქართველი ხალხის წინაშე. ეს ადამიანები ჩვენი ოქროს რესურსია.ეს ადამიანები არიან ჩვენი სიამაყეები, მათ ბევრად მეტად უნდა გავუფრთხილდეთ, ისინი თავიანთი თავმდაბლობის გამო არასოდეს მოგვახვევენ საკუთარ პრობლემებს, ჩვენ უნდა დავინახოთ, დავუფასოთ მათ ის ღვაწლი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ადამიანები ხვალინდელი საქართველოსთვის. "-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)